ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი
ავტომობილების სადილერო კომპანია "SKY MOTORS" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
- ადგილმდებარეობა თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 81, მარჯანიშვილის მეტროდან 100 მეტრში.
- სამუშაო საათები: შუადღის 12 საათიდან საღამოს 8 საათამდე.
- ანაზღაურება: პირველი პერიოდი გამომუშავებით, შემდეგ ფიქსირებული + ბონუსები.
მოვალეობები:
- გასაყიდი ავტომობილების მეპატრონეებთან და კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია
- განცხადებების ვებსაიტზე ატვირთვა
- შეხვედრების ორგანიზება
მოთხოვნები:
- საჭირო კვალიფიკაცია: მსგავს სფეროში გამოცდილება და უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი, საქმის სპეციფიკას ადგილზე უმოკლეს დროში შეგასწავლით, ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
- ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა სასურველია.
- სასურველია, გქონდეთ თვენი საკუთარი ლეპტოპი და სავალდებულოა გქონდეთ გამართული მობილური ტელეფონი.
- სასურველია იყოთ კომუნიკაბელური, პუნქტუალური და დისციპლინირებული, საპასუხოდ ჩვენც ანალოგიურ გარემოს და კონკურენტულ ანაზღაურებას გპირდებით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ ელფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.