8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

43R4V88F 21 Eyl tarihinde yayınlandı 27 görüntüleme

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

სტაციონარის ექთანი

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სტაციონარის ექთნის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
  • გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი, დროული და მაღალი ხარისხით შესრულება;
  • შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.);
  • საექთნო მანიპულაციების ჩატარება და პაციენტზე უწყვეტი მეთვალყურეობა;
  • ინფექციის კონტროლის ძირითადი პრინციპებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექთნის პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა;
  • სტრესულ გარემოში ეფექტიანად და კონცენტრირებულად მუშაობის უნარი;
  • მაღალი კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე Subject-ველში მიუთითეთ: "სტაციონარის ექთანი."

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek