გაყიდვების მენეჯერი
გაყიდვების მენეჯერი (Sales Manager) — ჰიბრიდული გრაფიკი
მდებარეობა: დაბა სურამი სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული დასაქმების ფორმატი: მოქნილი (დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით)
ფიქსირებული 1, 200 - 1, 500 ლარი (ხელზე, კვალიფიკაციის მიხედვით) + 3%-დან 5%-მდე ბონუსი რეალური გაყიდვებიდან. (გეგმის შესრულების შემთხვევაში რეალური ყოველთვიური შემოსავალი: 4, 500 - 6, 000+ ლარი).
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული კლიენტების, ტურისტული სააგენტოების, B2B პარტნიორების, საცეკვაო/სპორტული ფედერაციებისა და ანსამბლების აქტიური მოძიება და მოზიდვა.
- სასტუმროს საკონფერენციო სივრცისა და საცეკვაო დარბაზის მაქსიმალურ დატვირთვაზე ზრუნვა (ჯგუფური ჯავშნები, ტრენინგები, ბანაკები, ივენთები).
- პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება, ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება.
- ონლაინ გაყიდვების არხების (Booking.com, Expedia და სხვ.) ეფექტური მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასტუმროს, ტურიზმის ან მასპინძლობის სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება.
- კორპორატიულ კლიენტებთან (B2B) და ტუროპერატორებთან მუშაობის დადასტურებული გამოცდილება (საკუთარი ბაზების არსებობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (რუსული ან სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
- საოფისე პროგრამებისა (MS Office) ცოდნა.
- მოლაპარაკებების წარმოების, პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის მაღალი უნარები.
- შედეგზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
გთავაზობთ:
- მაღალ და მოტივირებულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან ზედა ზღვარის გარეშე).
- მოქნილ, ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს.
- კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს.
- სურამში ვიზიტისას სასტუმროში განთავსებას და კვებას.
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას დინამიურ გარემოში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი - სურამი".
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.