8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

444M5YEH 31 Ağu tarihinde yayınlandı 34 görüntüleme

Ensana კურორტი საირმე

Ensana კურორტი საირმე

სხვადასხვა

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში

კურორტი "საირმე" ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება. რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა. ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით. თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი "Ensana" ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

ვაკანსიის დასახელება: სხვადასხვა ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზე:

  • შეფ დე პარტი
  • დემი შეფი
  • მთავარი სტიუარდი
  • მთავარი კონდიტერი
  • კვებისა და სასმელების მენეჯერი
  • კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი
  • კაპიტანი
  • მასპინძელი/ჰოსტესი
  • ბარის მენეჯერი
  • ბარმენი
  • მიმტანი
  • დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერი
  • დასუფთავების სამსახურის კოორდინატორი
  • მიღება-განთავსების სუპერვაიზერი
  • მიღება-განთავსების ცვლის უფროსი
  • მიღება-განთავსების რეგისტრატორი
  • სპა ცენტის სუპერვაიზერი
  • სპა ცენტრის რეგისტრატორი
  • სტილისტი
  • მანიკურისა და პედიკურის სპეციალისტი
  • მასაჟისტი
  • დაცვის ცვლის უფროსი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას

კომპანიის ბენეფიტი:

  • ტრანსპორტირება
  • დაზღვევა
  • უფასო კვება

"გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, უფლებამოსილებას გვანიჭებთ, ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები დავამუშავოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ჰოლდინგის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს 3 წლის ვადით."

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Ensana კურორტი საირმე
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek