8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

44V6SS7S 18 Eyl tarihinde yayınlandı 80 görüntüleme

კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

Tiflis Tam zamanlı Bilişim / Programlama
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 19 Eki tarihine kadar başvurun

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" - CTH აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი წარმოადგენს საერთაშორისო ტურ-ოპერატორს საქართველოში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპიუტერული მოწყობილობების გამართვა და მათი შემდგომი მონიტორინგი;
  • ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • Windows, Linux, Android და MAC საოპერაციო სისტემების გამართვა.
  • მარტივ ქსელურ აპარატურების გამართულობის უზრუნველყოფა (Switch, Router, Wi-Fi AP).
  • პერიფერიასთან: პრინტერი, სკანერი და ა.შ. დრაივერის დაყენება, წაშლა, განახლება, დიაგნოსტიკა.
  • IT ინვენტარის მონიტორინგი.
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • Windows, Linux, Android და MAC საოპერაციო სისტემებთან მუშაობა, advanced user-ის დონეზე;
  • მარტივ ქსელურ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება (სვიჩი, როუტერი, Wi-Fi AP);
  • პერიფერიასთან (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება (დრაივერის დაყენება, წაშლა, განახლება, დიაგნოსტიკა);
  • Microsoft 365 სერვისების ადმინისტრირების გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • მოწესრიგებული

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-დან 18:00-მდე ლოკაცია: Მერაბ კოსტავას N 14

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek