9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

497318HZ 14 Eyl tarihinde yayınlandı 31 görüntüleme

Ecovis Georgia

Ecovis Georgia

ანაზღაურებადი სტაჟირება საგადასახადო დეპარტამენტში

Ecovis Georgia Dış ilan
Tiflis Staj Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 15 Eki tarihine kadar başvurun

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "ECOVIS Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საგადასახადო დეპარტამენტში (დასაქმების პერსპექტივით).

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00
  • სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • ტექნიკური განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ 1 წიგნი;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის და აზრის გასაგებად გადმოცემის უნარები;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • პროაქტიულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პროფესიული განვითარების მოტივაცია.

დასაქმების შემთხვევაში, გთავაზობთ:

  • Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
  • გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
  • სამუშაო განაკვეთისა და უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსებას;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა;
  • პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://www.ecovis.ge

პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე.

"Ecovis Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Ecovis Georgia
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek