სამედიცინო წარმომადგენელი
გსურთ იმუშაოთ სტომატოლოგიის სფეროში, წარმოადგინოთ საერთაშორისო ბრენდები და თქვენი შედეგები პირდაპირ აისახოს შემოსავალსა და კარიერულ განვითარებაზე?
"ოსტეო დენტაშოპის" წარმატებული და მეგობრული გუნდი იზრდება და ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ სამედიცინო წარმომადგენელს თბილისში.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1 500 ლარიდან, გამოცდილების შესაბამისად;
- გაყიდვებზე დაფუძნებულ გამჭვირვალე და მზარდ ბონუსს;
- ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს;
- სრულად დაფინანსებულ პროფესიულ ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ;
- საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ და კარიერულ განვითარებას;
- მეგობრულ, მხარდამჭერ და წარმატებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- თანამედროვე და საინტერესო სამუშაო გარემოს.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.
რას გააკეთებთ:
- ყოველდღიურად შეხვდებით ექიმებსა და კლინიკების წარმომადგენლებს;
- წარადგენთ კომპანიის სტომატოლოგიურ პროდუქტებსა და თანამედროვე გადაწყვეტილებებს;
- დაამყარებთ გრძელვადიან და სანდო ურთიერთობებს ექიმებთან;
- დაგეგმავთ და განახორციელებთ გაყიდვების აქტივობებს;
- მოიძიებთ ახალ პარტნიორებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს;
- იზრუნებთ არსებული მომხმარებლების განვითარებასა და გაყიდვების ზრდაზე;
- მიიღებთ მონაწილეობას პროფესიულ ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში.
ვის ვეძებთ:
- ადამიანს, რომელსაც უყვარს კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობა;
- სასურველია მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება სამედიცინო ან გაყიდვების სფეროში;
- კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ვიზიტების დაგეგმვა და ეფექტური follow-up;
- შედეგზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს;
- კანდიდატს, რომელსაც აქვს სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
თუ გსურთ, თქვენი კომუნიკაციის უნარი რეალურ პროფესიულ წარმატებად და მზარდ შემოსავლად აქციოთ, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "სამედიცინო წარმომადგენელი".
ჩვენ შესახებ:
www.kbili.ge www.facebook.com/dentashopgeo
გელოდებით გასაუბრებაზე — შესაძლოა, სწორედ თქვენ გახდეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრი!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.