8,895 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

4CG33523 1 Eyl tarihinde yayınlandı 64 görüntüleme

ფარმაცევტული კომპანია

ფარმაცევტული კომპანია

სამედიცინო წარმომადგენელი

Gori Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 2 Eki tarihine kadar başvurun

ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე: შიდა ქართლის (ხაშური, გორი, ქარელი) რეგიონში.

სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
  • კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
  • კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით ;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
  • Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
  • სასურველია ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელი მოთხოვნაა მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა;

უნარები/პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მიზანზე ორიენტირებულობა;
  • მოქნილობა;
  • პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;

კომპანია სამედიცინო წარმომადგენლებს სთავაზობს:

  • ეფექტურ საბონუსე სისტემას;
  • ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • ულიმიტო სასაუბრო დროს;

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • CV (რეზიუმე) გადარჩევა;
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო წარმომადგენელი - და რეგიონი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფარმაცევტული კომპანია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek