Satış Yönetimi
Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinal metni Gürcüce okuyun →
"ინტერნო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 11:00-19:00 (2 ცვლა: 15 სამუშაო დღე თვეში);
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (1200 ლარი) + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
მომხმარებლისთვის პროდუქტის შერჩევა და მის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
ინდივიდუალური შეკვეთის მიღება, მონიტორინგი, ადმინისტრირება;
რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
გამოცდილება: გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
ენების ცოდნა: ქართული, რუსული ან ინგლისური;
საოფისე პროგრამების ცოდნა: MS word, Excel, Powerpoint.
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
ორგანიზებული, პუნქტუალური, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებულობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
შრომისმოყვარეობა.
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
მზარდ ანაზღაურებას, როგორც ფიქსირებულს ასევე დამატებით ბონუსების სისტემის მიხედვით;
სასიამოვნო, მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 30.11.2026
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!