უძრავი ქონების აგენტი
17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun
უძრავი ქონების აგენტი — პრემიუმ სეგმენტი | "M4 Group"
შენი გამოცდილება მეტ შესაძლებლობას იმსახურებს!
თუ უკვე წელიწადზე მეტია უძრავი ქონების სფეროში მუშაობ, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი, მაშინ დროა, არა პროფესია, არამედ სამუშაო გარემო შეცვალო.
M4 Group იწვევს გუნდში გამოცდილ და ამბიციურ უძრავი ქონების აგენტებს, რომლებსაც სურთ პრემიუმ სეგმენტში გადასვლა, უფრო მასშტაბურ გარიგებებზე მუშაობა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.
რას გთავაზობთ?
- პრემიუმ სეგმენტს — მაღალი ღირებულების უძრავი ქონების ობიექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- მზარდ საკომისიოს — შედეგზე დაფუძნებულ ანაზღაურებას, საკომისიო წილის 70%-მდე გაზრდის შესაძლებლობით;
- მარკეტინგულ მხარდაჭერას — ობიექტების რეკლამირებასა და პოტენციური მყიდველების მოზიდვაში ხელშეწყობას;
- იურიდიულ მხარდაჭერას — გარიგებების სამართლებრივ საკითხებში დახმარებას;
- მოლაპარაკებებში მხარდაჭერას — საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით მსხვილი და კომპლექსური გარიგებების დროს.
რას ველით კანდიდატისგან?
- უძრავი ქონების სფეროში მინიმუმ 1-წლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილება;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- პასუხისმგებლობა, დისციპლინა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- კლიენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- პრემიუმ სეგმენტში მუშაობის სურვილი და პროფესიული ამბიცია.
საკონტაქტო ინფორმაცია: