მზარეული
სამორინე ოტიუმი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობაა მაღალი ხარისხის კერძების მომზადება, სამზარეულოში სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
ძირითადი მოვალეობები:მენიუს კერძებისა და ინგრედიენტების დამოუკიდებლად მომზადება;- ყველა საკვები პროდუქტის მომზადებისა და მიწოდების უზრუნველყოფა დადგენილი რეცეპტების, პორციებისა და ხარისხის სტანდარტების მკაცრი დაცვით; - სამუშაო ადგილის, ინვენტარის, აღჭურვილობისა და სამზარეულოს ზონების სისუფთავისა და ორგანიზების კონტროლი/დაცვა; - HACCP სტანდარტების, საკვების სწორად დამუშავებისა და სანიტარული ნორმების მუდმივი დაცვა; - სამზარეულოს გუნდთან აქტიური თანამშრომლობა პროცესების შეუფერხებლად და ეფექტურად წარმართვისთვის; - ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესებისა და გაიდლაინების ზედმიწევნით დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- HACCP სტანდარტებისა და სურსათის უვნებლობის ნორმების კარგი ცოდნა;
- კულინარიული ტექნიკის, რეცეპტებისა და საკვების მომზადების მეთოდების სრულყოფილად ფლობა;
- სწრაფ ტემპსა და სტრესულ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის, ასევე რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
- დეტალებისადმი დიდი ყურადღება და სტანდარტებისადმი ერთგულება;
- გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით (მზაობა ცვლაში მუშაობისთვის, მათ შორის საღამოს, შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში).
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ "მზარეული"; ან მობრძანდეთ ბათუმში, გორგილაძის #118-ში მდებარე სამორინე "ოტიუმის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ოფისში და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ადგილზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.