ადმინისტრატორი
FEC – Financial Experts Corporation აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს ოფისის ყოველდღიური პროცესების შეუფერხებელ მიმდინარეობაზე, სტუმრების სათანადო მიღებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შენარჩუნებაზე.
ძირითადი მოვალეობები: - შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; - შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირებთან გადამისამართება; - დირექტორის შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და კალენდრის მართვა; - სტუმრების მიღება და მათთან პროფესიონალური კომუნიკაცია; - სხვადასხვა დეპარტამენტების შეხვედრების ორგანიზებაში მხარდაჭერა; - სტუმრების გამასპინძლება ( ყავა, ჩაი, წყალი) - შეხვედრების ოთახების მოწესრიგებისა და მზადყოფნის კონტროლი, მათ შორის წყლისა და სხვა საჭირო რესურსების მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; - საჭიროების შემთხვევაში დიასახლისთან კომუნიკაცია და შესაბამისი საკითხების კოორდინაცია; - ადმინისტრაციულ საკითხებში გუნდის მხარდაჭერა საჭიროების შესაბამისად.
მოთხოვნები: - ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ( B1 დონე) - გამართული კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - თავაზიანობა და სტუმრებთან ურთიერთობის კულტურა; - რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები: - სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00–19:00 ( მონაცვლეობითი გრაფიკი) - ანაზღაურება: 1,200 ლარი - ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „მიმღების თანამშრომელი“
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.