Depo Çalışanı
Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinal metni Gürcüce okuyun →
"ონექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში "ONEX" ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 19 ბ ანაზღაურება: 1 000 ლარი + ბონუსური სისტემა გრაფიკი: სმენებში მონაცვლეობით
ძირითადი მოვალეობები:
ამანათების მიღება ამანათების დახარისხება სტანდარტების მიხედვით და გაცემა
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
საწყობში მუშაობის გამოცდილება (სასურველია) პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; Fitpass ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე სათაურში მიუთითეთ: საწყობის თანამშრომლი
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.