სხვადასხვა
ტურისტული კომპანია "AIRLINES" აცხადებს თანამშრომლების მიღებას შემდეგ პოზიციებზე:
1. ტურისტული კომპანიის თანამშრომელი
სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში სავალდებულო არ არის — შერჩეული კანდიდატი პირველ ეტაპზე გაივლის 1-თვიან სასწავლო/სტაჟირების პერიოდს, რომელიც არ არის ანაზღაურებადი.
სასწავლო პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს.
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ენერგიულობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
- მომხმარებელთან თავაზიანი და სწორი კომუნიკაცია;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- სწავლისა და განვითარების სურვილი;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი.
2. იურისტი
ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან იურისტს კომპანიის სამართლებრივი საკითხების სამართავად.
ძირითადი მიმართულებები:
- სამოქალაქო სამართალი;
- ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი შემოწმება;
- კომპანიის მიმდინარე იურიდიული საკითხების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა და წარმომადგენლობა.
იურისტისთვის ოფისში ყოველდღიური ყოფნა სავალდებულო არ არის — შესაძლებელია დისტანციური თანამშრომლობაც.
3. ბუღალტერი
ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან ბუღალტერს კომპანიის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხების სამართავად.
მნიშვნელოვანია:
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- დეკლარაციებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
- სიზუსტე, პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.