8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

4SP81P2H 17 Eyl tarihinde yayınlandı 26 görüntüleme

M4 Group

M4 Group

უძრავი ქონების აგენტი

M4 Group Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 18 Eki tarihine kadar başvurun

"M4 GROUP" აფართოებს გუნდს და ეძებს გამოცდილ, მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ უძრავი ქონების აგენტებს, რომლებიც მზად არიან კარიერული და ფინანსური ზრდისთვის.

თუ უკვე გაქვთ სფეროში მუშაობის გამოცდილება და ეძებთ გარემოს, სადაც თქვენი შემოსავალი პირდაპირ აისახება თქვენს შრომაზე, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

რას მიიღებთ ჩვენთან?

  • შეუზღუდავი შემოსავლის პოტენციალი — ანაზღაურება სრულად დამოკიდებულია თქვენს შედეგებზე;
  • მზა ობიექტების ბაზა და მუდმივი განახლებები;
  • მარკეტინგული მხარდაჭერა თქვენი განცხადებების ეფექტური რეკლამირებისთვის;
  • ყოველთვიური და კვარტალური წამახალისებელი საბონუსე სისტემა;
  • ტრენინგი და მენტორინგი წამყვანი სპეციალისტებისგან;
  • სრულყოფილი იურიდიული მხარდაჭერა ნებისმიერ გარიგებაზე;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელიც თავად შეგიძლიათ მართოთ;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალური შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • უძრავი ქონების ობიექტების მოძიება, შეფასება და ბაზის მართვა;
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება;
  • ობიექტების პრეზენტაცია და ადგილზე ჩვენება;
  • მოლაპარაკებების პროფესიონალურად წარმოება;
  • გარიგებების წარმატებით დასრულება და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითდისციპლინა;
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • დინამიკური და აქტიური სამუშაო რეჟიმისთვის მზადყოფნა;
  • ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა (სვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

მნიშვნელოვანია:

აგენტის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ოფისში მუშაობით. პოზიცია მოიცავს აქტიურ გადაადგილებას, კლიენტებთან შეხვედრებსა და ობიექტების ადგილზე დათვალიერებას.

ჩვენ არ გპირდებით "მარტივ ფულს". ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ, პროფესიონალურ გარემოს და ინსტრუმენტებს, რათა შექმნათ მაღალი შემოსავალი. შედეგზე ორიენტირებული ადამიანები ყოველთვის მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ფიქსირებულ საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფები.

როგორ მოგვმართოთ?

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და შესაძლებლობები მეტს იმსახურებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV):

Subject ხაზში მიუთითეთ: "გამოცდილი უძრავი ქონების აგენტი"

ტელეფონი კონსულტაციისთვის.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
M4 Group
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek