ავტოსერვისის საწყობის თანამშრომელი
კომპანია "გსმ სერვისი"2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა მსუბუქი, სატვირთო და სპეც ტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
ჯი ეს ემ სერვისი აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის საწყობის თანამშრომელის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ საწყობის ყოველდღიური ოპერაციების შესრულება, საქონლის მიღება, განთავსება, დაკომპლექტება და გაცემის პროცესებში მონაწილეობა.
შესასრულებელი სამუშაო - იმპორტირებული ტვირთის მიღებისა და დაცლის პროცესში მონაწილეობა; - მიღებული საქონლის გადათვლა, ვიზუალური შემოწმება და დახარისხება; - ავტოსათადარიგო ნაწილების შესაბამის თაროებზე განთავსება დადგენილი წესის მიხედვით; - შეკვეთის აგროვება,დახარისხება და გასაცემად გამზადება; - დეტალების სწორი განლაგებისა და მარკირების წესის დაცვა; - ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - რომელიმე ERP ან სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. რეზიუმის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.