8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

4V3C9FD1 15 Eyl tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

ბაგრატი

ბაგრატი

მძღოლ-ექსპედიტორი

Batum Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay 16 Eki tarihine kadar başvurun

შპს"ბაგრატი" წარმოადგენს "სოფლის ნობათის" ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის ვაკანსიას შემდეგ ქალაქებში : ბათუმი, ქუთაისი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება.
  • მანქანის მართვის გამოცდილება სასურველია
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა)

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის ტრანსპორტირება.
  • მანქანის ტექნიკური გამართულობის მეთვალყურეობა

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობიანი
  • მოწესრიგებული
  • შრომისმოყვარე

პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი -სრული
  • ანაზღაურება: ფიქს. + ბონუსი -1500 ლარი და ზემოთ
  • კარიერული ზრდის პერსპექტივა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე : დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა 15 ოქტომბრამდე 2026 წ. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მძღოლ-ექსპედიტორი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბაგრატი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek