საწყობის თანამშრომელი
20 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun
კომპანია „მეტალ პარკი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის მიღება, დასაწყობება და თაროებზე განთავსება;
- პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმება მიღება-ჩაბარებისას;
- შეკვეთების აწყობა, შეფუთვა და მომხმარებლისთვის დატვირთვა;
- მარაგების აღრიცხვასა და პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- საწყობში წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული და ეფექტური შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მეტალობაზაში ან სამშენებლო მასალების საწყობში);
- ფიზიკური მზაობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- ფიქსირებული ხელფასი 1,500 ლარი
- სამუშაო გრაფიკი კვირაში 2 დღე დასვენება
- ადგილმდებარეობა თბილისი, ეველინა თავაძის N5 (ყოფილი ფეიქრების ქუჩა)
- სტაბილურ სამუშაო გარემოსა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ WhatsApp-ზე: +995 551 88 00 40 კომპანია მეტალ პარკი