9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

544WRZYZ 3 Eyl tarihinde yayınlandı 49 görüntüleme

AV RENT / Proelectronics

AV RENT / Proelectronics

აუდიოვიზუალური ტექნიკის/ღონისძიებების ტექნიკური თანამშრომელი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Orijinal ilana devam edin ↗
₾700 / ay 4 Eki tarihine kadar başvurun

აუდიოვიზუალური ტექნიკისა და ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის კომპანია "AV RENT / Proelectronics" ეძებს პასუხისმგებლიან და ფიზიკურად მომზადებულ თანამშრომლებს ღონისძიებებზე პერიოდული სამუშაოსთვის.

ამ ეტაპზე ძირითადად გვჭირდება თანამშრომლები სასცენო კონსტრუქციების, სცენისა და პოდიუმების აწყობა-დაშლის სამუშაოებზე. საქმიანობა ასევე შეიძლება მოიცავდეს გახმოვანების, განათებისა და LED ეკრანის მოწყობილობების გადატანასა და მონტაჟში დახმარებას.

სამუშაოს აღწერა:

  • საწყობში ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარის მომზადება და ავტომობილში ჩატვირთვა;
  • ღონისძიების ადგილზე ტექნიკის გადატანა და განთავსება;
  • სასცენო კონსტრუქციების, სცენისა და პოდიუმების აწყობა-დაშლა;
  • დინამიკების, განათებისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟში დახმარება;
  • ღონისძიების დასრულების შემდეგ ინვენტარის დაშლა, ჩატვირთვა და საწყობში დაბრუნება;
  • სამუშაო ინვენტარის მოწესრიგება და სწორად დასაწყობება.

სამუშაო გრაფიკი:

  • სამუშაო არ არის ყოველდღიური და ფიქსირებული გრაფიკით. თანამშრომლის გამოძახება ხდება დაგეგმილი ღონისძიებების მიხედვით, წინასწარი შეთანხმებით.
  • შესაძლებელია ამ საქმიანობის შეთავსება სხვა სამსახურთან, სწავლასთან ან სპორტულ საქმიანობასთან. მთავარია როდესაც შევთანხმდებით მოსვლასთან დაკავშირებით 100% ით გამოცხადდეთ დათქმულ დროს.
  • სავარაუდო დატვირთვა შეადგენს თვეში დაახლოებით 3-დან 10 ღონისძიებამდე. სეზონურად შესაძლებელია როგორც რამდენიმე გადაბმული სამუშაო დღე, ისე შედარებით ნაკლები დატვირთვა. ყველაზე აქტიური პერიოდი ძირითადად მაისიდან იანვრის შუა რიცხვებამდეა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი დონის პუნქტუალურობა და შეთანხმებულ დროს ადგილზე გამოცხადება იქნება ეს დილის 7 საათი თუ ნებისმიერი დრო;
  • პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მაღალი გრძნობა;
  • ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა ;
  • გუნდურად მუშაობის უნარი სხვა გუნდის წევრების მიმართ პატივისცემით მოპყრობა;
  • დავალებების ზუსტად შესრულება;
  • სამუშაოს მიმდინარეობისას აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა;
  • სამუშაო ინვენტართან ფრთხილი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • ვისაც აქვს სურვილი იმუშაოს ამ ინდუსტრიაში და განვითარდეს;
  • სასცენო კონსტრუქციების ან სხვა ტექნიკური მოწყობილობების აწყობის გამოცდილება აქვს ნებისმიერი კუთხით;
  • ტექნიკის მიმართ ინტერესი და ახალი საქმის სწრაფად ათვისების უნარი;
  • ღონისძიებების ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება.

გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია პასუხისმგებლობა, დისციპლინა, ფიზიკური მომზადება და სწავლის სურვილი.

თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაბამისი უნარი და დაინტერესება, შესაძლებლობა მიეცემა ეტაპობრივად შეისწავლოს და განვითარდეს შემდეგ მიმართულებებში:

  • სასცენო განათება;
  • გახმოვანების სისტემები;
  • LED ეკრანები;
  • სასცენო და გადახურვის კონსტრუქციები.

ანაზღაურება:

ანაზღაურება განისაზღვრება თითოეული ღონისძიების მიხედვით და შეადგენს დაახლოებით 200-დან 700 ლარამდე, სამუშაოს მოცულობის, სირთულის, ხანგრძლივობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად. გადახდა ხდება ღონისძიების დასრულებიდან 1 კვირის ვადაში.

კონკრეტული სამუშაოს პირობები, განრიგი და ანაზღაურება თანამშრომელს წინასწარ ეცნობება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ:

  • სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო ნომერი;
  • სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა;
  • ამჟამად მუშაობთ თუ არა და რამდენად მოქნილი გრაფიკი გაქვთ;
  • გაქვთ თუ არა ფიზიკურ ან ტექნიკურ სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება.

CV-ის გამოგზავნა სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის.

საკონტაქტო ინფორმაცია: 599888791 სამუშაოს ძირითადი მდებარეობა: თბილისი

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
AV RENT / Proelectronics
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek