1C მონაცემთა ბაზის ოპერატორი
18 Kas tarihinde yayınlandı (28 gün kaldı) 16 Ara tarihine kadar başvurun
კომპანია ,,დელფუდი" (დიდი ლილოს გადასახვევთან) აცხადებს ვაკანსიას 1C მონაცემთა ბაზის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- 1C სისტემაში მონაცემების შეყვანა და დამუშავება;
- მარაგებისა და ნაშთების კონტროლი პროგრამაში;
- შიდა გადაზიდვებისა და გადაადგილებების კონტროლი
- 1C სისტემაში მონაცემთა სიზუსტისა და დროული განახლების უზრუნველყოფა;
- შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
- ყოველდღიური საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
პიროვნული უნარები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
- დროის ეფექტური მართვა;
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: 2/2
- ანაზღაურება: 700-900
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას,
- კვებით უზრუნველყოფას,
- დაზღვევის თანადაფინანსებას,
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე. და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „1C მონაცემთა ბაზის ოპერატორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "დელფუდ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!