8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

5J55JZ6W 20 Eyl tarihinde yayınlandı 31 görüntüleme

აგროჰაბი

აგროჰაბი

რძის წარმოების ტექნოლოგი

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 21 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას რძის წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე თბილისში.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის ხარშვის და ჩადედების პროცესის მართვა;
  • პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება;
  • ახალი პროდუქციის შექმნა;
  • საერთაშორისო სტანდარტით და საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები: რძის გადამამუშავებელ წარმოებაში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილებაა

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • სისწრაფე;
  • ორგანიზებულობა.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქ. #151

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო:

ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი"

მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.

ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

"კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით"

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
აგროჰაბი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek