8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

5M0FP7ZD 8 Eyl tarihinde yayınlandı 54 görüntüleme

ევროკრედიტი

ევროკრედიტი

ბიზნეს და აგრო სესხის ოფიცერი

Batum Tam zamanlı Finans / Muhasebe
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 6 Eki tarihine kadar başvurun

ევროკრედიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბიზნეს და აგრო სესხის ოფიცერი - ბათუმი,

კომპანიის შესახებ: სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 19 ქალაქში, 27 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.

ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

სამუშაოს აღწერა: ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლის მოზიდვა; - პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება / ვიზიტები; - მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი/შეფასება; - ფინანსური უწყისების ანალიზის მომზადება; - სესხის პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; - სესხის გაცემის პროცესის მართვა; - პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი მართვა; - პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით; - საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - ბიზნეს სესხების დაკრედიტების მიმართულების სამუშაო გამოცდილება;

დამატებითი უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; - ენერგიული, აქტიური; - ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; - გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/PMkkmWL

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ევროკრედიტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek