მიწოდების მძღოლი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 2000+
ძირითადი მოვალეობები: - სატრანსპორტო საშუალების მართვა; - დატვირთული სატრანსპორტო საშუალებით, სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგების პროცესის მხარდაჭერა; - საქონლის დაუზიანებლად ჩამოტვირთვა და სავაჭრო ობიექტში დანიშნულების ადგილზე შეტანა/განთავსება; - ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შესაბამისი თანამშრომლებისა (უშუალო ხელმძღვანელი, მიწოდების სუპერვაიზერი და ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომელი) და სადაზღვევო კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდება; - სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა. დაზიანების/გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება; - უშუალო უფროსის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო); - C კატეგორიის მართვის მოწმობა; - ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)
უნარები/ პიროვნული კომპეტენციები: - მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა; - შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი - აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.