8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

5RJQH8G0 1 Eyl tarihinde yayınlandı 58 görüntüleme

ავერსი-ფარმა

ავერსი-ფარმა

აუდიტორი კლინიკების მიმართულებით

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის (კლინიკების მიმართულებით) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შიდა აუდიტის წლიური გეგმისა და განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად აუდიტორული დავალებების შესრულება;
  • აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების პროცესებისა და მეთოდების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
  • შიდა კონტროლის სისტემების ტესტირება, მათი ეფექტიანობისა და ადეკვატურობის შეფასება;
  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულისა და სიზუსტის კუთხით;
  • აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება, ანალიზი, სამუშაო დოკუმენტების წარმოება და შენახვა;
  • აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება აუდიტის მენეჯერთან და გუნდის წევრებთან;
  • გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  • საქმიანობის განხორციელება შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, ეთიკის კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტის ან მონათესავე მიმართულებით;
  • სასურველია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა ან გარე აუდიტის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) ჩაითვლება უპირატესობად;
  • სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მაიკროსოფტის საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.09.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 5 77 399 829

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/S9y30L8Twz

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ავერსი-ფარმა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek