ფარმაცევტი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფარმაციის მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
- მედიკამენტებისა და სხვა პროდუქციის მიღება;
- პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე არსებული წესების შესაბამისად;
- არსებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი და შიდა აღწერებში მონაწილეობა;
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანობა, გულისხმიერება;
- დეტალებზე ორიენტირება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 14.10.2026-მდე ელ. მისამართზე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში ("ფარმაცევტი") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.