ბარისტა
"Loopy Coffee" იხსნება და ჩვენს გუნდის წევრებს ვეძებთ! თუ გიყვარს ყავა, ადამიანებთან ურთიერთობა და კარგი გარემო — ეს შანსი შენთვისაა.
ვეძებთ ბარისტას!
გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
- 3 ცვლა × 7 საათი (1 შესვენებით)
- 2 ცვლა × 8 საათი (1 შესვენებით)
- ყველა ცვლა იწყება 10:00 საათზე.
- ჯამში კვირაში 37 სამუშაო საათი.
ანაზღაურება: 8 ლარი/საათში + 3% გაყიდვებიდან
რას ველოდებით შენგან:
- ბარისტად მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
- ესპრესოზე დაფუძნებული სასმელების მომზადების ცოდნა;
- სწრაფი, სუფთა და სტუმართმოყვარე მომსახურება;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩაითვლება პლუსად:
- ყავის ალტერნატიული მეთოდებით (Manual brew) მომზადების გამოცდილება;
- მარტო (Solo shift) მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.