Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

63737ZH5 17 Kas tarihinde yayınlandı 11 görüntüleme

SINSAY-ს მაღაზიის გაყიდვების ასისტენტი

LPP Georgia Dış ilan
₾1300 / ay Orijinal ilana devam edin ↗

olağan düzeyde · olağan 1,337 ₾ · 131 ilan

17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun

ჩვენ ვართ LPP — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებლებს გამოხატონ საკუთარი ემოციები და აისრულონ ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.

კომპანია "LPP Georgia" აცხადებს ვაკანსიას SINSAY-ს მაღაზიის გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქციის შერჩევაში დახმარება და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დახლების შევსება;
  • სალაროსთან მუშაობა და ნაღდი/ბარათით გადახდების სწორად განხორციელება;
  • მაღაზიისა და გასახდელების სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
  • ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა - პროდუქციის გამოფენა, ფასების დადგენა;
  • პროდუქციის რეალიზაციისთვის მომზადება, ხარისხისა და შესაბამისობის კონტროლი;
  • მომხმარებლებისთვის მიმდინარე აქციებისა და დაბრუნების წესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ინვენტარიზაციაში, ფასების გადამოწმებასა და სხვა საოპერაციო საქმიანობაში მონაწილეობა;
  • კომპანიის დრესკოდის, შიდა წესების და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

  • საშუალო ან პროფესიული განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება საცალო გაყიდვებში;
  • კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე, სისწრაფე, სიზუსტე და გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სრული განაკვეთი

  • ანაზღაურება: 1300 ლარი
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჯავახეთის ქ. 17, მეტრო "ვარკეთილი", სავაჭრო ცენტრი "ვარკეთილი მოლი";

ნახევარი განაკვეთი

  • ანაზღაურება: 650 ლარი
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჯავახეთის ქ. 17, მეტრო "ვარკეთილი", სავაჭრო ცენტრი "ვარკეთილი მოლი";

რას გთავაზობთ:

LPP Georgia-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ.

  • შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
  • ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას;
  • ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს;
  • კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში;
  • კონკურენტული ხელფასს;
  • თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay);
  • ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას;

LPP Georgia-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ ჩვენი აპლიკაციის ფორმა მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/vUARJJZKF4szPbiY6

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.lpp.com/en/

შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ელ ფი ფი საქართველო" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს "ელ ფი ფი საქართველო" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz