8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

65GYTJTM 4 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

UGT

UGT

სამეურნეო სპეციალისტი

UGT Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 5 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდარვა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისში შემოსული საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის საწყობში მიტანა;
  • საოფისე და საკანცელარიო ინვენტარის თანამშრომლებისთვის მიწოდება;
  • სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა, საჭირო მასალებით მომარაგება და მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • სასმელი წყლის მარაგების მიღება და დასაწყობება; ოფისში არსებული დისპენსერების შევსება და მათი გამართული მუშაობის ზედამხედველობა;
  • ოფისში არსებული დაზიანებების აღმოჩენა და ოპერატიული რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრა ან შესაბამისი სამსახურების ინფორმირება);
  • ოფისში არსებული გათბობა-კონდიცირების სისტემების მონიტორინგი, მოვლა და შეკეთება;
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გამოცდილება:

სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები:

  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობიანი.

დასაქმების პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 4 ოქტომბრის ჩათვლით.

ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1200/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
UGT
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek