გაყიდვების კონსულტანტი
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე გორში.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასის მომსახურებას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1000-1200 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (5 დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00, 1 დღე 10:00-22:00)
- სამუშაო ადგილი: გორი (გორი მოლი)
მოთხოვნები:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- კარგი კომუნიკაციის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.
- პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება.
- ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მარაგების კონტროლი.
- სალარო ოპერაციების წარმოება.
- პროდუქციის მიღება და განლაგება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV მეილზე
გამოგზავნისას გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "კონსულტანტი-გორი".
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.