← Tüm iş ilanları

6ARSVVJ0 18 Kas tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

კატეგორიის მენეჯერი

₾2000–3000 / ay Oturum açın ve başvurun

18 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun

კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციისთვის.

სამუშაო პირობები

  • ხელფასი: 2 000-3 000 ₾ (გასაუბრებისა და KPI-ს მიხედვით)
  • ფორმატი: სრული სამუშაო განაკვეთი
  • ლოკაცია: ოფისი + გასვლები ქსელში

თქვენი ძირითადი მოვალეობები

  • ZGVA LUDI-ს მაღაზიათა ქსელის სასაქონლო კატეგორიების მართვა;
  • ფასების პოლიტიკის ფორმირება და კორექტირება, დიაპაზონის ანალიზი;
  • მოლაპარაკებები ფასებზე, პირობებსა და გადახდის ვადებზე;
  • ახალი მომწოდებლებისა და პროდუქტების დანერგვა;
  • შეთანხმებების შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების, მარჟისა და ბრუნვადობის ანალიზი;
  • კონკურენტების მონიტორინგი;
  • არამომგებიანი SKU-ების ამოღება;
  • ქსელის ფორმატზე მორგებული დაბალანსებული ასორტიმენტის ფორმირება;
  • შესყიდვების დაგეგმვა და მოთხოვნის პროგნოზირებაში მონაწილეობა;
  • მარკეტინგისა და ოპერაციულ გუნდთან ურთიერთქმედება;
  • კატეგორიების მიხედვით ანგარიშებისა და ანალიტიკის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კატეგორიის მენეჯერად / შესყიდვების მენეჯერად / სასაქონლო ანალიტიკოსად;
  • მოლაპარაკებების წარმოების და კომპანიის ინტერესების დაცვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება, ციფრებთან მუშაობის უნარი;
  • სავალდებულოა რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • Excel / Google Sheets — ცოდნის მაღალი დონე;
  • დამოუკიდებლობა და შედეგზე პასუხისმგებლობა;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა (სასურველია);
  • გამოცდილება FMCG-ში, რითეილში, ალკოჰოლურ ან food-მიმართულებებში ჩაითვლება დიდ უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ

  • რეალურ გავლენას ბიზნესზე და ასორტიმენტზე და არა ფორმალური პოზიციას;
  • მუშაობას მზარდ ქსელში ამბიციური გეგმებითა და მასშტაბირების ხედვით;
  • პირდაპირ კომუნიკაციას მფლობელთან, ბიუროკრატიის გარეშე;
  • კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე. რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz