ონლაინ მაღაზიის მენეჯერი
კომპანიონი ცხოველების საკვების და აქსესუარების ონლაინ მაღაზია "ფეთსჩოისი" აცხადებს აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- ონლაინ მაღაზიაში შემოსული შეკვეთების მიღება და მომზადება;
- შეკვეთების ადრესატამდე მიტანის კოორდინაცია და კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- ონლაინ მაღაზიის გვერდის განახლებების და რეკლამირების კოორდინაცია;
- საიტზე ახალი პროდუქტების დამატება და მარაგების კონტროლი.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- გაყიდვების/ონლაინ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების და აპლიკაციების სათანადო ცოდნა;
- საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) გამოცდილება;
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს უცხო ენას (ინგლისური).
კანდიდატის უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით + ბონუსი + სამედიცინო დაზღვევა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.