← Tüm iş ilanları

6CCKKP6E 17 Kas tarihinde yayınlandı 11 görüntüleme

მერჩენ-პრისეილერი

Görüşülür Oturum açın ve başvurun

17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენ-პრისეილერის პოზიციაზე - ქუთაისში.

სამუშაო პირობები

  • ადგილმდებარეობა: ქუთაისი;
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები

  • შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა;
  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
  • შეკვეთების მიღება და გაფორმება;
  • სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში;
  • მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა;
  • მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები

  • აუცილებელია პირადი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი უნარები

  • ორგანიზებული;
  • ენერგიული;
  • კომუნიკაბელური;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ

  • გადაადგილების ხარჯების ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
  • უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე;
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად;
  • კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. მეილზე.

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება მერჩენ-პრისეილერი ან დაგვიკავშირდით ნომერზე

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz