8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6KBHMWER 16 Eyl tarihinde yayınlandı 31 görüntüleme

ბაუმერი

ბაუმერი

შესყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე - ელექტრობა სუსტი დენების მიმართულებით

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა;
  • შესყიდვების პროცედურებისა და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა;
  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
  • თანამშრომლებისგან შესყიდვის მოთხოვნების მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიწოდება;
  • ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის საუკეთესო პირობებით შეძენა;
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
  • ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Project, MS Office).

სამუშაო პირობები:

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ორშაბათი/პარასკევი, 10:00-19:00 ან 9:00-18:00 გამოცდილება: 1-3 წელი; ლოკაცია: თბილისი: მუხრან მაჭავარიანის 65; შემდგომ შესაძლო ოფისის ცვლილებით; მივლინების საჭიროება: შესაძლოა ბათუმი ან საქართველოს სხვა ქალაქები;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბაუმერი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek