8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6M7V9Y88 27 Ağu tarihinde yayınlandı 48 görüntüleme

T&R Distribution

T&R Distribution

მერჩენდაიზერი

T&R Distribution Dış ilan
Batum Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1200 / ay 28 Eyl tarihine kadar başvurun

"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).

20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს https://www.trd.ge/ ან მოგვწერეთ ელფოსტაზე.

Focused on Success

"თიენდარი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ეფექტური განლაგება (მერჩენდაიზინგის სტანდარტებისა და პლანოგრამის დაცვით);
  • თაროებზე პროდუქციის მუდმივი შევსება, ნაშთებისა და ვადების კონტროლი;
  • პროდუქციის თაროს წილის მაქსიმიზაცია და გამოჩენადობის უზრუნველყოფა;
  • სარეკლამო მასალებისა და დამატებითი ბრენდირებული სტენდების/მოწყობილობების განთავსება-მოვლა;
  • კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, სიახლეების დაფიქსირება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ფოტო/ანალიტიკური ანგარიშგება ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია FMCG სექტორში);
  • ბათუმის სავაჭრო ობიექტების/ქსელების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ენერგიულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი.
  • აუცილებელია - B კატეგორიის  მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00 სთ - 17 სთ;
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, სულხან-საბას ქ. N15
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე. საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მერჩენდაიზერი.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

"თიენდარი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
T&R Distribution
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek