9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6RK9MRWP 8 Eyl tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

ლოჯისტიკური ცენტრი

ლოჯისტიკური ცენტრი

ინვენტარიზაციის სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 6 Eki tarihine kadar başvurun

ლოჯისტიკური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზოციაზე.

ძირითადი მოვალეობები: - საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით. - აღწერის შედეგების ასახვა პროგრამაში. - პროგრამული და ფაქტობრივი სასაქონლო ნაშთების შედარება და პროგრამული ასახვა. - ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის წარმოება. - რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაგზავნა. - საქმიანობის სპეციპიკიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: - სასურველია 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, - ასევე საოფისე პროგრამების ცოდნა- 1C , excel,

პიროვნული მახასიათებლები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - პუნქტუალური და ოპერატიული; - ანალიტიკური აზროვნების უნარი;

პირობები: სამუშაო დღეები/ სამუშაო საათები - ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00 - შაბათი - 11:00-16:00

ვაკანსიის ადგილმდებარეობა-თბილისი, აფრიკის დასახლება, ა.ენუქიძე 7/ქიზიყის 50ბ კომპანია ახორციელებს თანამშრომელთა ტრანსპორტირებას ჯანმრთელობის დაზღვევა/FITPASS ბიბლუსის და გამომცემლობა პალიტრა „ლ“ ფასდაკლების ბარათები

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ლოჯისტიკური ცენტრი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek