8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6VGMN5PC 1 Eyl tarihinde yayınlandı 40 görüntüleme

მაგნიტი

მაგნიტი

ადმინისტრატორი - ქუთაისი

Kutaisi Staj Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1000 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ს ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.

კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.

“მაგნიტი” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, ქ.ქუთაისში.

ჩვენ გთავაზობთ : - ანაზღაურებას 1000 + ბონუსი; - ანაზღაურებად სტაჟირებას; - მკაფიოდ განსაზღვრულ საბონუსე სისტემას; - საქართველოში ყველაზე მსხვილ და ძლიერი კორპორატიული კულტურის მქონე ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას; - პროფესიული სწავლების, კარიერული ზრდის და განვითარების მუდმივ შესაძლებლობებს;

შენი ყოველდღიური ამოცანები იქნება: - სავაჭრო დარბაზში პროდუქციის განლაგების და ფასმაჩვენებლების განთავსების უზრუნველყოფა, სააქციო სივრცეების მართვა; - პროდუქციის მიღებისა და დაბრუნების ოპერაციების შესრულება; - ინვენტარიზაციის პროცესში უშუალო მონაწილეობა; - საჭიროების შემთხვევაში, სალარო ოპერაციების მართვა; - უსაფრთხოების ნორმებისა და სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაცვა; - ფილიალის საოპერაციო პროცესებში აქტიური ჩართულობა და გეგმების შესრულების მხარდაჭერა; - მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში ობიექტის სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; - იმისთვის რომ ჩაერთო შერჩევის პროცესში აუცილებელია გქონდეს საცალო ვაჭრობის სფეროში სამუშაო გამოცდილება და ლიდერული უნარ-ჩვევები.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://magniti.selfrecruit.ge/s/W4fy

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მაგნიტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek