8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6VNM0GY4 4 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

ევექსი

ევექსი

Health Coach/ოჯახის ექიმის ასისტენტი

ევექსი Dış ilan
Tiflis Staj Tıp / Eczacılık
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 5 Eki tarihine kadar başvurun

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას Health Coach (ოჯახის ექიმის) ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ევექსის პოლიკლინიკები

Health Coach-ის შესახებ:

Health Coach ევექსის ინოვაციური პროდუქტია, რომელიც UKIHCA-სთან (United Kingdom International Health Coaching Association) კოლაბორაციით შეიქმნა.

Health Coaching არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისციპლინა. მისი მთავარი ამოცანა ჰოლისტური მიდგომით ადამიანის სრული ჯანმრთელობის მხარდაჭერაა. ოჯახის ექიმი/Health Coach ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ეხმარება პაციენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნების დასახვასა და მიღწევაში.

ხანგრძლივი თანამშრომლობის პროცესში, ოჯახის ექიმი/Health Coach პაციენტს ეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის შექმნაში. ინდივიდის განათლებითა და ცნობიერების ამაღლებით კი ეტაპობრივად ხდება სასურველი ქცევებისა და ჩვევების ჩამოყალიბება. პაციენტი ექიმისგან იღებს რეგულარულ უკუკავშირსა და მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს მდგრადი, დადებითი შედეგების მიღწევას.

Health Coach ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:

  • ოჯახის ექიმის/Health Coach-ის დახმარება პაციენტის მიღების/მომსახურების გაწევის დროს;
  • პაციენტის ვიზიტების დაგეგმვა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში ქსელის მასშტაბით;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში;
  • პაციენტისთვის დანიშნული კვლევების ჯავშნების განხორციელება;
  • განმეორებითი კონსულტაციის დაგეგმვა პირველადი კონსულტაციის ფარგლებში;
  • ოჯახის ექიმთან/Health Coach-თან ერთად პაციენტის კვლევის შედეგების გაცნობა და მომზადება შემდგომი უკუკავშირისთვის;
  • რიგის მართვის სისტემის გამოყენება;
  • საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ჯანდაცვის სამედიცინო პორტალზე მუშაობა;
  • Health Coach-ის მიერ მითითებული დავალებების შესრულება

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • აუცილებელი მოთხოვნაა სამედიცინო განათლება (სამკურნალო საქმე);
  • სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამები მომხმარებლის დონეზე (Word; Excel);
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/5b6efd36-4da5-4f0c-a17a-9893cdbbed12

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ევექსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek