8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6X4QCVK0 26 Ağu tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

კავკასიის მედიცინის ცენტრი

კავკასიის მედიცინის ცენტრი

ინფექციის კონტროლისა და პრევენციის განყოფილების უფროსი

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 24 Eyl tarihine kadar başvurun

„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ JCI აკრედიტაციის მქონე, მულტიპროფილური, წამყვანი რეფერალური ჰოსპიტალი რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

„კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: ინფექციის კონტროლისა და პრევენციის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის #23 გრაფიკი: 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე.

პოზიციის მიზანი ინფექციის კონტროლისა და პრევენციის განყოფილების უფროსის ძირითადი მიზანია ჰოსპიტალში ჯანდაცვასთან ასოცირებული ინფექციების (HAI) პრევენცია, შემცირება და კონტროლი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოს შექმნა როგორც პაციენტებისთვის, ასევე პერსონალისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (ეპიდემიოლოგის ან გადამზადების შესაბამისი სერტიფიკატი); - სასურველია მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი ზოგადი ჰიგიენის ან ეპიდემიოლოგიის სპეციალობით - მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ინფექციის კონტროლის სფეროში; - საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ჰოსპიტალში ინფექციის კონტროლის პროგრამის დაგეგმვა, დანერგვა და მონიტორინგი - ჯანდაცვის ასოცირებული ინფექციების (HAI) პრევენციის სტრატეგიების შემუშავება - საერთაშორისო სტანდარტებთან (JCI, WHO) შესაბამისობის უზრუნველყოფა - ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და მონაცემთა ანალიზი - პერსონალის ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება - აუდიტების, რაუნდების და ინციდენტების მართვის პროცესში აქტიური მონაწილეობა

პიროვნული უნარ-ჩვევები: - ლიდერული და კომუნიკაციის უნარები; - დროის ეფექტურად გამოყენების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კავკასიის მედიცინის ცენტრი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek