Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

6XDAA79G 17 Kas tarihinde yayınlandı 1 görüntüleme

უმცროსი იურისტი

Tiflis Tam zamanlı Hukuk
Görüşülür Oturum açın ve başvurun

17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun

"კომპანია ბლექ სი გრუპი" 2005 წელს დაარსდა და მალევე დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია საქართველოს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი მიზანი ქვეყნის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა, კეთილმოწყობა და განვითარებაა. მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე განხორციელებული არაერთი სტრატეგიული პროექტით, ჩვენ ვაშენებთ გზებს, რომლებიც აკავშირებს ქალაქებსა და სოფლებს. დღეს "ბლექ სი გრუპი" ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების საიმედო შემსრულებელი და დარგის უპირობო ლიდერია.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ უმცროს იურისტს, რომლის ძირითადი მოვალეობები იქნება:

  • იურიდიული განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა;
  • ხელშეკრულებების, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება;
  • სამართლებრივი კვლევის ჩატარება და საჭირო ნორმატიული აქტების მოძიება;
  • იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და ადმინისტრირება;
  • სხვა მიმდინარე სამართლებრივი და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
  • ხელშეკრულებებისა და მათი დანართების პირველადი გადამოწმება, მათ შორის მხარეთა რეკვიზიტების, ვადების, გადახდის პირობებისა და დოკუმენტების სისრულის შემოწმება.
  • დამკვეთთან, ზედამხედველთან, ქვეკონტრაქტორებსა და სახელმწიფო ორგანოებთან გასაგზავნი წერილების, შეტყობინებებისა და პასუხების პროექტების მომზადება.
  • ხელშეკრულებებითა და ოფიციალური მიმოწერით განსაზღვრული ვადების აღრიცხვა და მათი მოახლოების შესახებ პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება.
  • ტექნიკური და ფინანსური სამსახურებისგან ოფიციალური წერილებისა და სახელშეკრულებო მოთხოვნების მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების შეგროვება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი ან/და მაგისტრატურის სტუდენტი);
  • იურიდიულ სფეროში მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ფლობა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

რას გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორაციულ იურიდიულ საკითხებზე მუშაობისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას გამოცდილ იურისტებთან თანამშრომლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "უმცროსი იურისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz