8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6XF52PYX 19 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

AYA HOME SPACE

AYA HOME SPACE

გაყიდვების მენეჯერი

AYA HOME SPACE Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

AYA HOME SPACE-ის ავეჯის შოურუმი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს კლიენტებთან მუშაობის, მოლაპარაკებების წარმოებისა და გაყიდვების პროცესის მართვის გამოცდილება. კანდიდატს უნდა შეეძლოს პოტენციური მყიდველების მოზიდვა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და გაყიდვის პროცესის ეფექტურად წარმართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე.

ძირითადი მოვალეობები: - პოტენციური და არსებული კლიენტების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა; - კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება; - მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა; - ლიდებისა და გაყიდვების პროცესის მართვა CRM სისტემაში; - გაყიდვების გეგმის შესრულება; - ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი; - კომპანიის სხვადასხვა გუნდთან კოორდინირებული მუშაობა; - კლიენტებთან გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება.

მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; - კლიენტების მოძიებისა და გაყიდვების მართვის გამოცდილება; - ავეჯის მაღაზიაში ან შოურუმში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; - CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; - ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (აუცილებელი მოთხოვნა).

ჩვენ გთავაზობთ: - კვალიფიკაციის შესაბამის, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას; - გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; - სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ: გაყიდვების მენეჯერი

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
AYA HOME SPACE
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek