8.904 ilan
← Tüm iş ilanları

6Y0NY8MV 28 Eyl tarihinde yayınlandı 6 görüntüleme

ინტერპრესნიუსი

ინტერპრესნიუსი

ჟურნალისტი

Tiflis Tam zamanlı Medya / Yayıncılık
Oturum açın ve başvurun
Görüşülür 29 Eki tarihine kadar başvurun

პალიტრა ჰოლდინგის წევრი კომპანია "ინტერპრესნიუსი" აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მულტიმედია ჟურნალისტური მასალების მომზადება (ტექსტი, ფოტო/ვიდეო);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მულტიმედია ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ქართულად გამართულად წერისა და ტექსტის სწორად ჩამოყალიბების უნარი;
  • მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური საკითხების ცოდნა და მათში კარგად გარკვევა;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინფორმაციის შინაარსის სწრაფად გაგებისა და სწორად გადმოცემის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49 განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ინტერპრესნიუსი
Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz