8,895 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6Y8KWDKV 18 Eyl tarihinde yayınlandı 32 görüntüleme

ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის

ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾2000–2500 / ay 19 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.

NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. საქართველოს ბაზარზე 17 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.

პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies

ფუნქცია- მოვალეობები:

  • კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
  • კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
  • მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურეობის მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • კომპანიის მიერ განსაზღვრული თვიური/კვარტალური/წლიური გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
  • მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სტრატეგიულ მენეჯმენტში (პრიორიტეტი მიენიჭება ავეჯისა და დეკორის მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას);
  • გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ -ჩვევები:

  • კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ტრენინგები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
  • მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში;
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საკომუნიკაციო ხარჯი;
  • Fit Pass ბარათი;

ლოკაცია: ქ. თბილისი, ქსნის ქ.36 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ანაზღაურება: ფისირებული 2000-2500 ლარი +საბონუსე სისტემა. (ბონუს სისტემა მიზნობრივი შედეგების მიხედვით).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek