სკოლის უსაფრთხოების თანამშრომელი
შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" (დაბა კიკეთი) აცხადებს ვაკანსიას სკოლის უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასწავლებლის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
- ვიზიტორთა ნაკადის მონიტორინგი და რეგულირება;
- დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალობა, დისციპლინა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა დადგენილი განრიგის შესაბამისად; სამუშაო ადგილი: დაბა კიკეთი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "უსაფრთხოების თანამშრომელი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების პროცედურებთან დაკავშირებით და არ გადაეცემა მესამე პირებს.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.