ელექტრო მემონტაჟე
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მემონტაჟის პოზიციაზე.
კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით, აქვს საკუთარი თანამედროვე საწარმო და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/ სამუშაო ადგილი: ცვალებადი, სამშენებლო ობიექტების მიხედვით. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ ანაზღაურება: გამომუშავებით
ძირითადი მოვალეობები: - ელექტროგაყვანილობის საინსტალაციო სამუშაოების გამართულად შესრულება; - მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში); - დანადგარების და მოწყობილობების სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების შესრულება; - ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზების და სქემების წაკითხვა და ანალიზი; - უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ტექნიკური განათლება (სასურველია); - სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის ან/და მსგავს პოზიციაზე (სასურველია); - ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა; - მართვის მოწმობა B კატეგორია. (საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად)
უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა;
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/H2COj
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.