8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

74WR0TEB 1 Eyl tarihinde yayınlandı 57 görüntüleme

ლაინ მედია

ლაინ მედია

ციფრული მარკეტინგის/სოციალური მედიის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 2 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ლაინ-მედია" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილ Digital Marketing / Social Media Manager-ს, რომელიც სრულად გადაიბარებს კომპანიის ინტერნეტ სივრცეს და დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ყველა ციფრული პროცესის მართვას. ის პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ონლაინ პლატფორმების სრულყოფილად მართვაზე, ტექსტური თუ ვიზუალური კონტენტის დამოუკიდებლად შექმნასა და ბრენდის ციფრულ განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ყველა ციფრული არხისა და ონლაინ პლატფორმის სრულად მართვა (Facebook, Instagram კორპორატიული საიტი და სხვა)
  • ციფრული სტრატეგიის დამოუკიდებლად შემუშავება და განხორციელება
  • პოსტების დაგეგმვა და გამოქვეყნება
  • ვიზუალური კონტენტის შექმნა (პოსტერები, ბანერები, ქავერები და სხვა დიზაინერული მასალები)
  • ვებგვერდისთვის კონტენტის მომზადება
  • ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა და განვითარება
  • ონლაინ კომუნიკაციის მართვა და სხვა დაკავშირებული მოვალეობების შესრულება

მოთხოვნები:

  • მყარი გამოცდილება Digital Marketing ან Social Media Management მიმართულებით
  • Adobe-ის პროგრამების ცოდნა (Illustrator, InDesign, Premiere Pro და სხვა)
  • კომპანიის ციფრული სივრცის დამოუკიდებლად მართვისა და ლიდერობის უნარი
  • კონტენტის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და კრეატიული აზროვნება

უპირატესობა:

  • SEO ცოდნა
  • ვებგვერდებთან მუშაობის გამოცდილება
  • სამართლებრივ ან პროფესიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

წარსადგენი დოკუმენტაცია:

კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად (აუცილებლად) გამოაგზავნეთ ელფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ლაინ მედია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek