ინსტრუქტორი
"ბატუტ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ინსტრუქტორის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, გლდანი: V და VI მიკრორაიონებს შორის; ილია ვეკუას ქუჩა #42
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებთან გასაუბრება ვარჯიშის დაწყებამდე, დარბაზის წესების გაცნობის მიზნით;
- დარბაზში ქცევის წესების შესრულების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის პირველადი დახმარების გაწევა;
- სამუშაო დღის ბოლოს დარბაზის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
უნარ-ჩვევები:
- ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.
სამუშაო გამოცდილება:
სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, მთავარია კანდიდატი იყოს აქტიური და ადგილზე მოხდება მისი დატრენინგება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი, გლდანი: V და VI მიკრორაიონებს შორის, ილია ვეკუას ქუჩა #42. ** სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი; კვირაში 5 სამუშაო დღე (სამუშაო გრაფიკი დგება თანამშრომელთან შეთანხმებით; მორგებულია სტუდენტებისთვის); ** ანაზღაურება: საათობრივი ანაზღაურება, თვეში საშუალოდ 800-1000 ლარი.
შესაბამისი გამოცდილების და ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი ინტერესი შემდეგ მეილზე რეზიუმეს გამოგზავნით (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.