კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით
18 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი მიკროავტობუსით მცხეთა-მთიანეთში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მიკროავტობუსი (მარშრუტკა), მინივენი ან კომბოს ტიპის ავტომობილი!
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები
- სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი-პარასკევი;
- ანაზღაურება: ყოველდღიურად 80-100 ლარი + საწვავი;
- მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64;
- სამუშაო არეალი: მცხეთა-მთიანეთი.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები
- საკუთარი მიკროავტობუსი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- სიახლის ათვისების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს
- პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება;
- მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით მცხეთა-მთიანეთში".