8.955 ilan
← Tüm iş ilanları

7CDP9RXZ 28 Eyl tarihinde yayınlandı 1 görüntüleme

მერმისი

მერმისი

სამედიცინო წარმომადგენელი ონკოლოგიური მიმართულებით

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Görüşülür 29 Eki tarihine kadar başvurun

ფარმაცევტული კომპანია "მერმისი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, ონკოლოგიური მიმართულებით თბილისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება, ექიმებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პროფესიული განვითარების სურვილი.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ონკოლოგიური მიმართულების პროდუქტების პროფესიული და ეთიკური წარდგენა ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის;
  • ექიმებთან და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
  • პროდუქტების შესახებ სამედიცინო და სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა;
  • თბილისში ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გაყიდვების მიზნებისა და ეფექტიანობის მაჩვენებლების შესრულებაზე მუშაობა;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
  • სამედიცინო ღონისძიებებში მონაწილეობა, გუნდთან თანამშრომლობა და რეგულარული ანგარიშგება;
  • კომპანიის ეთიკური პრინციპებისა და შიდა სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ონკოლოგიური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად და რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის კარგი ცოდნა;

მნიშვნელოვანი უნარები: ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაცია, ექიმებთან პროფესიული ურთიერთობების განვითარება, მოლაპარაკება, დროისა და ტერიტორიის დაგეგმვა, დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და პროდუქტის პროფესიული წარდგენის ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, პროდუქტის შესახებ სწავლებას, გუნდურ სამუშაო გარემოს, კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე დაფუძნებულ სამოტივაციო სისტემას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე.

მერმისი მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის. შერჩევის შემდეგ ეტაპზე მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს დავუკავშირდებით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მერმისი
Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz