8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

7JH6WXR1 10 Eyl tarihinde yayınlandı 72 görüntüleme

საქართველოს მელიორაცია

საქართველოს მელიორაცია

პროცესების სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Bilişim / Programlama
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში ციფრული პლატფორმების მართვისა და განვითარების სამსახურის პროცესების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. (ანაზღაურებადი);
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაწილეობა ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიულ დაგეგმვასა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში;
  • დეპარტამენტში დანერგილი მართვის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციის მონიტორინგი;
  • მიმდინარე ხელშეკრულებების მონიტორინგი, დადგენილი წესით ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • არსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ამორტიზაციის მონიტორინგი და ყველა დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და ხარჯების კონტროლი;
  • შესყიდვების პროცედურისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
  • ანგარიშგება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და დოკუმენტაციის წარმოება;
  • კომპანიის ბიზნეს პროცესებიდან გამომდინარე კონტრაქტორ აუთსორს კომპანიებთან კომპეტენციის ფარგლებში კომუნიკაცია, შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მიმდინარე პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, პროგრამირების საკითხებში კურატორის და ციფრული პლატფორმების მართვის და განვითარების სამსახურის უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში ან დაკავშირებულ სფეროში;
  • 2-წლიანი გამოცდილება ციფრული პლატფორმების მართვის ან განვითარების მიმართულებით;
  • გამოცდილება პროექტების მართვაში (Agile, Scrum ან მსგავსი მეთოდოლოგიებით);
  • ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2)

უნარ-ჩვევები:

  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე არაუგვიანეს - 24.09.2026

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "პროცესების სპეციალისტი"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
საქართველოს მელიორაცია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek