8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

7KM41ZGQ 10 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორი

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს სამედიცინო-სოციალური პროგრამების ადმინისტრატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროგრამების მომსახურების გამართულად მუშაობის ორგანიზება;
  • პროგრამათა ელექტრონული პორტალების მართვა;
  • ელექტრონულ პორტალზე პროგრამის ბენეფიციართა რეგისტრაცია და საათების შეყვანა;
  • პროგრამის ადმინისტრირება და ანგარიშების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
  • ორგანიზაციის აღრიცხვის პორტალის ზედამხედველობა;
  • თანამშრომელთა და ბენეფიციართა პირადი საქმის წარმოება, შესაბამისი დოკუმენტების მოვლა შენახვა;
  • თანამშრომელთა მუშაობის განრიგის შედგენა და მონიტორინგი;
  • მშობლებთან კომუნიკაცია, მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განრიგის ცვლილების შესახებ დროული ინფორმირება, სხვა მომსახურებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის წარმოება;
  • პროგრამების სათანადო რესურსებით აღჭურვაზე ზრუნვა;
  • თერაპევტთათვის შესაბამის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა;
  • მომსახურების პოტენციური მომხმარებლისათვის მომსახურების და ჩასარიცხი პროცედურების გაცნობა;
  • ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • ბენეფიციართა და მომლოდინეთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო საათები მოიცავს კვირაში ხუთ სრულ სამუშაო დღეს 9:00- დან 18:00 საათამდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო მენეჯმენტი ან მომიჯნავე დარგში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ელექტრონულ პორტალებთან მუშაობის უნარები;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, exel, Power Point, Outlook.);
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
  • სამუშაო გამოცდილება
  • მოტივაცია
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

  • ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
  • გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:

  • რეზიუმე (CV)
  • სამოტივაციო წერილი

რეზიუმე, სამოტივაციო წერილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი".

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 ოქტომბერი

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად გამოგზავნილი რეზიუმეების მიხედვით შერჩეული კანდიდატები დაბარებული იქნებიან გასაუბრებაზე. ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების და პროფესიონალთა პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა, ასევე მათი ოჯახების უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, სხვადასხვა პროგრამების განხორციელების გზით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek